The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ მეგრელაძე

ავთანდილ მეგრელაძე
Date of birth:18 May, 1957  (67 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1974 წელს იყო ოზურგეთის რაიონის საავადმყოფოს სანიტარი, 1979–1981წწ. ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექთანი; 1981–1984წწ. IV მთავარი სამმართველოს და I საავადმყოფო–პოლიკლინიკის ქირურგი; 1984–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასპირანტი, 1988–1996წწ. ასისტენტი, 1996 წლიდან I საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის დირექტორი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენციების ზოგიერთი მაჩვენებელი პერიტონიტების დროს სხვადასხვა ასაკის ორგანიზმებში და მკურნალობა პლაფერონის გამოყენებით".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "იმუნომოდულატორების გამოყენება მწვავე პერიტონიტის დროს ასაკობრივ ასპექტში"  დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.196; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი

Share: