The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი მეგრელაძე

ირაკლი მეგრელაძე
Date of birth:27 July, 1938  (86 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1963წწ. - ბორჯომი, ექიმი-ორდინატორი; 1963–1966წწ. - თბილისის ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1967–1977წწ. - ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1977–1991წწ. - ამავე კათედრის დოცენტი; 1991–1992წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრი; 1993 წლიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო აკადემიის თერაპია -კარდიოლოგიის კათედრის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 105 სამეცნიერო ნაშრომი, 2 მონოგრაფია და 1 პრაქტიკული რეკომენდაცია; არის 15 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი; კვლევის თემა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა. საერთაშორისო კლინიკური კვლევების მთავარი მკვლევარი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი; კარდიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ექიმი თერაპევტ-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატი დისერტაციის თემა - "თალამუსის არასპეციფიკური ბირთვების როლი მცირე ეპილეფსიისათვის დამახასიათებელი ეეგ ცვლილებების ფორმირებაში"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პლაფერონ ლბ-ს ეფექტურობის კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევა გულის იშემიური და არაიშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.196; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.351; ამტელ ჰოსპიტალი: amtelhospital.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.650

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საერთაშორისო აკადემიური ასოციაცია, წევრი (1998-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: