The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იასონ ნიკოლაიშვილი

იასონ ნიკოლაიშვილი
Other name:ბელზებელი  (Pseudonym)
Date of birth:24 March, 1865
Date of death:2 May, 1941  (at 76 years)
Burial location:ახალი ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Writer, Educator, Philologist

Biography

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1885 წელს დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია და იმავე წელს დაინიშნა ქუთაისის სააზნაურო სკოლის განყოფილების აღმზრდელად და გალობის მასწავლებლად სოფელ ძველ სენაკში. მომდევნო წლიდან იმავე სკოლაში ყველა საგნებს ასწავლიდა. ყოველ ზაფხულს მიდიოდა გურიაში და იქ ამხანაგებთან ერთად ეწეოდა სხვადახვა სახის საზოგადოებრივ მუშაობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი აბრეშუმის საუკეთესო თესლის შეძენისა და ხალხში გავრცელების საქმეში. სხვებთან ერთად ადგენდა სცენის მოყვარულთა დასს. ისინი მოგზაურობდნენ გურიაში და მართავდნენ წარმოდგენებს, ხოლო მიღებულ შემოსავალს ახმარდნენ სოფლის სამკითხველოებს და ფულად დახმარებას უწევდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს. 12 წელი მუშაობდა ძველ სენაკში მასწავლებლად, შემდეგ გადავიდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში და ასწავლიდა მოსამზადებელ კლასებში, მოგვიანებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად უფროს კლასებში. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ყველა კულტურულ წამოწყებაში. სამწერლო ასპარეზზე 1889 წელს გამოვიდა. პირველი მოთხრობა "პერიას ოჯახში" დაიბეჭდა გაზეთ "ივერიაში“, ამის შემდეგ განაგრძობდა წერას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1912 წელს გამოსცა "ქართული ენის მოკლე გრამატიკა". კარგად ერკვეოდა მუსიკაში. მის მიერ ნოტებზე გადაღებული სიმღერები საყმაწვილო ჟურნალებში იბეჭდებოდა. მისი საბავშვო სიმღერები, ნოტებზე გადაღებული, წლების მანძილზე ისწავლებოდა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი/ჭუმბურიძე დ., -თბ., 2018 . -გვ. 301; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირი, თავმჯდომარე (1905-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1902-)

Bibliography


Share: