The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიაზი

ნიაზი
ოფიციალური სახელი:ნიაზი ზულფუგარ ოღლუ თაღიზადე–ჰაჯიბეკოვი
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1984  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბაქო
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს.

1937–1948წწ. იყო ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1938 წლიდან აზერბაიჯანის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, 1960–1961წწ. იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, 1961–1965წწ. ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; შექმნილი აქვს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები; გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ(პრაღა, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, ნიუ–იორკი, პარიზი, სტამბული, თეირანი, ლონდონი, პეკინი); საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 196;  ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 366

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1974 - ჯავაჰარლალ ნერუს პრემია
  • 1972 - აზერბაიჯანის სსრ კომკავშირის პრემია
  • 1959 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: