The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიქაელ მოდრეკილი

Date of birth:90??
Date of death:90??
Category:Calligrapher, Poet

Biography

X საუკუნის ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი, შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი იადგარისა, რომლის ხელნაწერი(S-425), უნიკალურია, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია; კრებული შედგენილია 978–988წწ. შატბერდის მონასტერში; თავდაპირველად მასში 1264 გვერდი უნდა ყოფილიყო(გარდა ბოლო ნაწილისა, რომელიც დაკარგულია), ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი; მან თავი მოუყარა მისი დროისათვის ქართულ მღვდელმსახურებაში გავრცელებულ საგალობლებს(ორიგინალურსა და ნათარგმნს), როგორც ქართველ(მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე–ჭყონდიდელი, ეზრა, იოანე ქონქოსისძე, ბასილი, კურდანაი, მერჩულე), ისე ბერძენ(ანდრია კრეტელი, კოზმა იერუსალიმელი, იოანე დამასკელი, თეოფანე, ეფრემი) ავტორთა ჰიმნებს; საგალობელთა დიდი ნაწილი ნევმირებულია(ჯერჯერობით ნევმები არ არის გაშიფრული); მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილი ქართული საგალობლების კრებული ძველი ქართული სამუსიკო კულტურის დიდებული ძეგლია.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 178

Bibliography


Share: