შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევსევი ნიკოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადბის ადგილი: სოფელი ნახშირღელე, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქუთისის სასულიერო სასწავლებელი. 1900 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წლის მოსწავლეთა გაფიცვის გამო სუსულიერო სემინარია დაიხურა და იგი იმავე წელს გადავიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1908 წელს. გაემგზავრა პეტერბურგში და 1912 წელს დაამთვრა სასულიერო აკადემია. დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობა დაიწყო იმერეთის საეპარქიო გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 50 წლის მანძილზე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ქუთაისის საშუალო სკოლებში და სპეციალურ სასწავლებლებში. კარგად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1912 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე უშუალოდ მონაწილეობდა ქუთისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადობის მუშაობაში. წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/208-nikoladze-ev ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |