The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატალია ავალიანი

Date of birth:16 April, 1927
Date of death:7 January, 1987  (at 59 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1945 წელს.

მოსკოვის კონსერვატორიის დამთვრებისთანავე ჩამოვიდა თბილისში; ეწეოდა საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1952–1987წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის არფის კლასის ხელმძღვანელი, საქართველოს არფის საშემსრულებლო სკოლის აქტიური მოღვაწე, პედაგოგიური ტრადიციების დამამკვიდრებელი; 1954–1956წწ. საქართველოს რადიო–კომიტეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი; 1956–1987წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სოლისტი; აღზარდა არფისტთა თაობები; საქართველოში პირველმა ჩამოაყალიბა არფისტთა კვარტეტი, რომელშიც თავადაც უკრავდა; ეროვნული მუსიკის რეპერტუარის გასაფართოვებლად არფისათვის გადაამუშავა და რედაქტირება გაუწია ნაწარმოებებს, რომლებიც დამკვიდრდნენ არფის რეპერტუარში; მისი თაოსნობით შექმნილი და მისდამი მიძღვნილი ნაწარმოებები შესულია საქრთველოს რადიოს "ოქროს ფონდში"; მისი მოწაფეები იყვნენ: ნ. ჩიგოგიძე, ზ. ფურცხვანიძე(საკავშირო კონკურსების დიპლომანტები), ლ. ფანცულაია, ლ. გოზალიშვილი. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 12

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: