Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სპირიდონ ნორაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხორში, ზუგდიდის მაზრა. დაწყებითი განათლება სოფლის ორკლასიან სკოლაში მიიღო. 1884 წელს დანიშნეს სოხუმის ოლქის სოფელ გინძე-ეწერის გ. შარვაშიძისეული მდიდარი მამულების გამგედ. ამ მამულების ხე-ტყის წარმოებამ მისი ხელმძღვანელობით დიდ წარმატებას მიაღწია. 1885 წელს მისი ინიციატივითა და მის მიერ გამონახული სახსრებით დაარსდა ზუგდიდში, ფოთსა და ხობში ბიბლიოთეკა-სამკითხველოები. ამ საქმეს იგი საკმაო თანხებს ახმარდა, საკუთრი შემოსავლიდანაც საგრძნობი თანხა ჰქონდა გაღებული. მისი სახსრებითა და ხელის შეწყობით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი და მატერიალური წვლილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფონდის გაძლიერების, განმტკიცებისა და მუშაობის ფართოდ გაშლისათვის. 1895 წელს მან დააარსა მუშათა არტელი "რიონის მშრომელთა ამხანაგობა", მაგრამ მეფის ხელისუფლებამ ეს არტელი მალე დახურა. სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად იბრძოდა სოხუმის ოლქის რუსიფიკაციისათვის თავდადებული მოხელეების წინააღმდეგ, ხელმძღვანელობდა საიდუმლო კრებებს. იგი გადაასახლეს ცენტრალურ რუსეთში, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილა და 1906 წლის ამნისტიის შედეგად კვლავ სოხუმის ოლქში დაბრუნდა და თავისი საქმიანობა განაახლა. 1909 წელს მეფის აგენტებმა იგი ავაზაკურად მოკლეს საკუთრი სახლის კარებთან. თავისი რაინდული მოქმედებით და შეგნებული ბრძოლით იგი საქართველოს სახალხო განათლების ისტორიაში დარჩა როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და საალხო განათლების გავრცელებისათვის უშიშარი მებრძოლი. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |