Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია მენთეშაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1960წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, 1961–1969წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი, 1978–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1995 წლიდან ფსიქიატრიის კათედრის გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა ნაწილი ეხება ფსიქიატრიის ბიოლოგიურ პრობლემებს, კლინიკო–ექსპერიმენტული ხასიათის ნაშრომები კი ეხება პიროვნების კვლევის საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებათა დროს. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა კლინიკურ ორდინატორთა მომზადების კათედრას. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლები ინვოლუციური ფსიქოზისა და შიზოფრენიის დროს მოგვიანებულ ასაკში", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.199; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |