Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს და ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო–სამედიცინო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1958წწ. იყო საბჭოთა არმიის სამხედრო ექიმი; 1958–1964წწ. თბილისის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო №1 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1965–1976წწ. აფხაზეთის ფილტვის ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი, 1976–1997წწ. თბილისის აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თორაკალაური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 89 სამეცნიერო ნასრომისა, რომლებიც ეხება ფილტვის ტუბერკულოზსა და ჩირქოვანი პროცესების ქირურგიულ მკურნალობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 5 საკანდიდატო დისერტაცია. თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ–კონსულტანტი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის ეკონომიური რეზექციის უახლოესი და შორეული შედეგები ტუბერკულოზის დროს", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფილტვის რეზექცია გავრცელებული ტუბერკულოზის დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.199 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |