The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ოქრომჭედლიშვილი-სერებრიაკოვი

ილია ოქრომჭედლიშვილი-სერებრიაკოვი
Legal name:ილია ოქრომჭედლიშვილი
Date of birth:24 April, 1838
Date of death:3 January, 1898  (at 59 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხური განყოფილება 1863 წელს. 

1863 წელს დანიშნეს ქართული ენის უფროს მასწავლებლად მოსკოვის აღმოსავლური ენების ლაზარევის ინსტიტუტში; 1865 წელს შეთავსებით დაინიშნა მოსკოვის უნივერსიტეტში ქართული ენის მასწავლებლად; 1871 წელს ლაზარევის ინსტიტუტში გაიხსნა სპეციალური კლასები და დაარსდა ქართული ენის კათედრა და იგი დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს; 1882 წლიდან პარალელურად აირჩიეს ინსტიტუტის სპეციალური კლასების საბჭოს მდივნად. ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და რჩევითა თუ მატერიალური დახმარებით ყოველთვის ცდილობდა რაიმე სასარგებლო მონაწილეობა მიეღო ქართულ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ხშირად აქვეყნებდა წერილებს ქართული ანბანის ქართველთა და სომეხთა ურთიერთობისა და სხვა საკითხების შესახებ ჟურნალებში: "ივერია", "საქართველოს მოამბე", "ნოვოე ობოზრენიე". 1884 წელს მისი ხელშეწყობით გამოქვეყნდა "ვისრამიანი"; დიდი თანხა გაიღო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წინამძღვრიანთკარის სასწავლებლისათვის, ქართული თეატრისათვის, ქართული ხელნაწერების გამოცემისა და რუსეთსა და უცხოეთში ღარიბი ქართველი სტუდენტებისათვის; სამტრედიის ახლოს, სოფელ საჭილაოში ააგო ხე-ტყის დიდი და კარგად მოწყობილი სახერხი ქარხანა. ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა-"თემურ ლენგის ლაშქრობა საქართველოში"(რომელიც დაკარგულად ითვლება).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.296; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

          


Share: