The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა მესხი

დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1922
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 2014  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1944–1955წწ. იყო თბილისის №2 საავადმყოფოს ორდინატორი; 1955–195წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის II თერაპიული კათედრის ასპირანტი, ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გაზთაცვლასა და ნივთიერებათა ცვლას თირეოტოქსიკოზის, მიქსედემიის, ნევრასთენიების დროს, პიელონეფრიტსა და ჰიპერტონიას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. დაჯილდოებულია მედლებით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძირითადი ცვლა თირეოტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.201

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: