Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1951წწ. იყო სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ორდინატორი; 1951–1954წწ. რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1954–1962წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1962–1978წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1978–1982წწ. ლაბორატორიული განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1990–1994წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თერაპიისა და რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი, 1994 წლიდან ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–მუშაკი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომისა შიზოფრენიის კლინიკისა და მკურნალობის შესახებ. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ფსიქიატრიული ინსტიტუტის პოლიკლინიკისა და რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს კონსულტანტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები შიზოფრენიის ინსულინოლაბილურ და ინსულინო რეზისტენცულ შემთხვევათა ნეიროდინამიკის ზოგიერთი თავისებურების შესახებ", დაიცვა 1961 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიის დროს სეროტონინის ცვლის და მისი ცერებრული რეგულაციის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.201
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |