The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი ალექსი-მესხიშვილი

გოგი ალექსი-მესხიშვილი
Legal name:გიორგი ალექსი–მესხიშვილი
Date of birth:2 March, 1941  (83 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1967 წელს (ფერწერა, დეკორაციული მხატვრობა).

1971 წლიდან იყო შ. რუსათაველის სახელობის დრამატული თეატრის, კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი; 1975 წელს აირჩა რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა, საუკეთესო ნამუშევრებია ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", "სეჩუანელი კეთილი ადამიანი",  კარლო გოცის "ქალი-გველი", უილიამ შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "როგორც გენებოთ, ანუ შობის 12 ღამე"; 1986–1995წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; 1995 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს დორტმუდში(აშშ), არის დორტმუდის კოლეჯის პროფესორი; შექმნილი აქვს: ქართული მუსიკალური სპექტაკლები – "...და არს მუსიკა"(1984, გ. ყანჩელი), "აბესალომ და ეთერი"(1986); მიუზიკლები – "სანამ ურემი გადაბრუნდება"(1973, გ. ცაბაძე), "ჩემი გული აქაა"(1977, გ. ცაბაძე, ოდესა); ბალეტი – "ქორეოგრაფიული სიუიტა"(1976, ო. თაქთაქიშვილი); ფერწერა მუსიკალურ თემებზე – "არლეკინი"(1971), "ნატურმორტები ნალერინებით"(1978–1993), კომპოზიტორ გ. ყანჩელის პორტრეტი(1984), მუსიკისმცოდნე რ. ქუთათელაძის პორტრეტი (1986); მხატვრული კინოფილმი – "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1985); მონუმენტურ–დეკორაციული ხელოვნება – კომპოზიტორთა სახლი ბორჯომში (1985); სხვა მუსიკალური სპექტაკლები – "დონ ჟუანი"( 1983, მოცარტი), "ბალ–მასკარადი" (1989, ვერდი), "ევგენი ონეგინი"(პ. ჩაიკოვსკი), "კარმენი" (ბიზე); თეატრალური დეკორატორი. მიღებული აქვს: საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი - წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, ს. ფარაჯანოვის ფილმის "აშუღ-ყარიბი" - მხატვრული გაფორმებისთვის (ევროპული კინოაკადემიის პრემია "ფენიქსი", 1988), მ. თუმანიშვილის სპექტაკლი "დონ ჟუანი" - პრემია საუკეთესო დადგმისათვის (ედინბურგი, 1988), რუსეთის კინოაკადემიის პრემია "ნიკა" (1990), შ. რუსთაველის სახ. თეატრის სპექტაკლი "ზაფხულის ღამის სიზმარი" - მხატვრული გაფორმებისთვის ედინბურგის ფესტივალის კრიტიკოსების პრემია (1994), ვაშინგტონის თეატრი "სინეტიკი"-ს სპექტაკლი "ჰამლეტი-სიჩუმე" - მხატვრული გაფორმებისთვის ჰელენ ჰეისის სახელობის პრემია (აშშ, 2003), საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები (1973, 1985, 1987, 1998).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 20; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 8

Awards and Honors

  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო არტისტი

Share: