The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლარა მეშველიანი

დაბადების თარიღი:23 მარტი, 1929  (96 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1954–1957წწ. იყო მალარიისა და პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1959–1971წწ. ს. ვირსალაძის სახერლობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1998წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლის იანვრიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის. ხელმძღვანელობს დიპლომანტებსა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატების მაძიებელ დისერტანტებს. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლისა და ძვლის ტვინის სურათი ბრუცელოზის დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.203; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპიდემიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • სამედიცინო გეოგრაფიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: