შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მეძმარიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა კოჯორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1957–1961წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1961–1971წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ვექტორელექტროკარდიოგრაფიული სექტორის ხელმძღვანელი; 1971–1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. 1993 წლიდან 2 კორპორაცია "ლეგია და კომპანიის" სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.203
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |