The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარა მთვარაძე

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1942 წელს.

1943–1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ექიმი უფროსი ლაბორანტი; 1944–1954წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ექიმი უფროსი ლაბორანტი; 1961–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ასისტენტი; 1970–1997წწ. ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინამხრის დისტალური ნაწილისა და მტევნის ძვლების გაძვალების პროცესი და მისი დამოკიდებულება ფიზიკურ განვითარებასთან ქ. თბილისის 3–18 წლის ასაკის მკვიდრთა შორის", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204


გააზიარე: