Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ მიზანდარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს. 1980–1983წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი სამედიცინო რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის სპეციალობით; 1984 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის თანამშრომელი; ნიუ-ჰოსპიტალის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი; საქართველოში ინტერვენციული რადიოლოგიის ფუძემდებელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტთან აფილირებული ულტრაბგერითი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი. 193 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემების, აგრეთვე თვალის სხივურ დიაგნოსტიკას. ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმოგრაფია თერმომაჩვენებელთა კომპიუტერული დამუშავებით ქრონიკული ქოლეცისტიტის კომპლექსურ სხივურ დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ულტრაბგერითი კვლევის შესაძლებლობები სხივური დიაგნოსტიკის კომპლექსში და პერკუტანულ ტრანსჰეპატურ ჩარევებში ღვიძლის კეროვანი და სანაღვლე გზების ზოგიერთი ობსტრუქციული დაავადებების დროს", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.352; ნიუ-ჰოსპიტალი: newhospitals.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |