Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა მითაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1964წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფ. კაკაბეთის უბნის ექიმი–თერაპევტი; 1965–1968წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1969–1980წწ. პედიატრიული, სან. ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1980 წლიდან არის პროფილაქტიკური მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულსისხლძარღვთა სისტემის და კუჭ–ნაწლავის დაავადებების კლინიკურ ფარმაკოლოგიას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიპიდური და ჰეპარინული ცვლის ზოგიერთი მაჩვენებლის შესწავლისთვის კორონალური ათეროსკლეროზის დროს", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |