შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლორიდა მჟავანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სანედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1967–1981წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რადიოლოგიური განყოფილების ექიმი, 1974–1981წწ. გამგე; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 4 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სხივური დიაგნოსტიკის მეთოდების შესაძლებლობებს სხვადასხვა დაავადებების დროს. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბილიარული სისტემის მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტის დროს"(რენტგენო–რადიოიზოტოპური მონაცემების მიხედვით)", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.208 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |