The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო რობაქიძე

სერგო რობაქიძე
Date of birth:1869
Date of death:1934  (at 65 years)
Category:Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი.

ჩაბმული იყო მოსწავლეთა არალეგალურ რევოლუციურ წრეებში; მონაწილეობდა თბილისში საკვირაო სკოლების მუშაობაში და მუშათა უბნებში საჯარო წარმოდგენებისა და კითხვის მოწყობაში; მუშაობდა რკინიგზის მუშათა კონსპირაციულ წრეებში; რუსულიდან თარგმნა სეიდერსკის "შრომა და კაპიტალი", ბოგდანოვის "პოლიტიკური ეკონომია" და აქსელროდის "მუშათა მოძრაობა"; 1893 წელს გაჩხრიკეს მისი ნივთები და აკრძალული ლიტერატურა აღმოაჩინეს. იგი გარიცხეს ინსტიტუტიდან უფლებით, რომ ჩაებარებინა დამამთავრებელი გამოცდები. საქართველოში ამ დროს ფილოქსერა აჩანაგებდა ვენახებს, მთავრობამ მოაწყო საფილოქსერო რაზმები დაავადებული რაიონების შესასწავლად და 1894 წელს იგი ამ ჯგუფში მოაწყვეს, სადაც მან 1898 წლამდე იმუშავა; იმავე წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთისის სააზნაურო სკოლაში და ოცი წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე. დიდი ამაგი დასდო ქუთაისის თეატრის სახალხო აუდიტორიად გარდაქმნას, მისი ინიციატივით იმართებოდა იაფფასიანი წარმოდგენები; 1905-1906წწ. სასწავლებლის მოზრდილი მოსწავლეებისაგან პოლიტიკური წრეები ჰქონდა შექმნილი, სადაც იგი პოლიტიკურ ეკონომიკასა და მუშათა მოძრაობის ისტორიას ასწავლიდა. ადრევე დაიწყო ლიტერატურული მუშაობა; თარგმნიდა პოლიტიკური შინაარსის ბროშურებს; თარგმნა მაქსიმ გორკის "მოთხრობანი"; 1912 წელს დაბეჭდა "სამშობლოს აღწერა" - საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო სურათებით და რუკით; მან თავისი წვლილი შეიტანა საბჭოთა სკოლის მშენებლობის საქმეში. 1921 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა გორში, პედაგოგიურ ტექნიკუმში; მონაწილეობას იღებდა ხელისუფლების ღონისძიებათა განხორციელებაში სახალხო განათლების დარგში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.87-88; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1902-)

Bibliography

  • სამშობლოს აღწერა : საქ. გეოგრაფიის სახელმძღვ. სურათებით და კარტით (Author). - ქუთაისი, თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1912. - 112გვ.

Share: