შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან მჟავანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1977 წელს. 1978 წლიდან არის გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომისა გარემოს ჰიგიენის პრობლემებზე. ექიმი–ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მინერალური სასუქის ქლორიკალიუმის ჰიგიენური რეგლამენტირება". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.208 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |