შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა მირესაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძეგვი, მცხეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1968წწ. იყო სოხუმის I საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1968–1988წწ. სოხუმის I პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე; 1985 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტი. 1988 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სასუნთქი ორგანოების დაავადებათა ეპიდემიოლოგიის, ეტიოლოგიის საკითხებს. არის 3 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის პრორექტორი, ჟურნალ "მედიკოსის" მთავარი რედაქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე პნევმონიები აფხაზეთის მოსახლეობაში 1954–1967 წლებში", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე რესპირატორული დაავადებების ეტიოლოგია და მისი მნიშვნელობა სასუნთქი ორგანოების დაავადებათა ქრონოზაციის გამაფრთხილებელ ღონისძიებათა შესახებ პოლიკლინიკის პირობებში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.205; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.205 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |