Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ რცხილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შაშიანი, თელავის მაზრა. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი და აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში. გაეცნო აკრძალულ ლიტერატურას, გაიმსჭვალა სოციალისტური იდეებით, ფარულად ბეჭდავდა და კედლებზე აკრავდა პროკლამაციებს. მას დაპატიმრება ელოდა, რის გამოც მან დატოვა საქართველო და შვეიცარიაში გაემგზავრა. ორი წელი სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში; 1883 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და 1900 წლამდე ჯერ მასწავლებლად, მოგვიანებით კი ინსპექტორად მუშაობდა. 1905 წელს დააარსა სახალხო უნივერსიტეტი და ზედიზედ გამოსცა "არითმეტიკული ამოცანების კრებული" (1898), "ბუნების მოვლენათა აღწერა" (1905), სახელმძღვანელო "მცენარენი და ცხოველნი" (1913). აღსანიშნავია მის მიერ 1906 წელს თარგმნილი "შვეიცარიის ძირითადი კანონების" კრებული. 1909 წელს მისი რედაქტორობით, ხოლო 1914 წლიდან ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ხარჯით გამოსვლას იწყებს ჟურნალი "მოსავალი". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.317; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |