შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1963–1965წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა, 1957–1960წწ. იყო საექიმო უბნის გამგე; 1960–1963წწ. სიღნაღის საავადმყოფოს ქირურგი; 1963–1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკური ორდინატორი; 1965–1967წწ. რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი, 1967–1979 წლებში უროლოგიური განყოფილების ორდინატორი, 1979 წლიდან ამავე განყოფილების გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიისა და უროლოგიის აქტიურ პრობლემებს. ატარებს ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს ზოგად ქირურგიასა და უროლოგიაში. ქირურგი–უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რკინიგზის საექიმო–სანიტარული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საზარდულის თიაქრების ოპერაციული მკურნალობა და შორეული შედეგები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |