Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ტყეშელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. წარმატებით დაამთავრა გიმნაზია. სულ მალე ნიკო ნიკოლაძემ და ოლღა გურამიშვილმა იგი დიდი ჯიხაიშის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1903 წელს მოსკოვში გაემგზავრა საექიმო კურსებზე ჩასაბარებლად. 1906 წელს სამშობლოში დაბრუნებული, მარიამ დემურიას საკვირაო სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. ჩართული იყო 1905 წლის რევოლუციის მერე წამოწყებულ მოძრაობაში, სადაც ძირითადი თემა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისათვის ბრძოლა იყო. სახელი გაითქვა იმიტირებული სასამართლო პროცესით "ქრისტინეს გასამართლება", რომელიც სახალხო თეატრების სცენაზე იმართებოდა. 1930 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი არაერთი ზღაპარი, მოთხრობა და იგავ-არაკი აღიარებული იყო შესანიშნავ ქართულ საბჭოთა საბავშვო ნაწარმოებებად. დაგვიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება თავის თანამედროვე მწერალ ქალებზე. სუფრაჟისტი, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და დემოკრატია: feminism-boell.org; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.27
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |