The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქრისტეფორე უგრელიძე

ქრისტეფორე უგრელიძე
Legal name:ქრისტეფორე უღრელიძე
Date of birth:1857
Date of death:1899  (at 42 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ქუთაისის გუბერნია.

ქუთისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1872 წელს შევიდა სასულიერო სემინარიაში. მაშინვე ჩაება მოწაფეთა არალეგალური წრის მუშაობაში, მონაწილეობას იღებდა მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალში და მომავალი საზოგადო მოღვაწეობისათვის აქტიურად ემზადებოდა. სასულიერო სემინარია დაამთავრა 1878 წელს და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის სასულიერო აკადემიაში შევიდა. ამ წლებში დაარსდა მოსკოვის ყველა უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე ქართველ სტუდენტთა "ქართული სათვისტომო", რომლის მიზანი იყო სამშობლოდან შორსმყოფი ქართველი სტუდენტების ყოველმხრივი დახმარება. სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად იგი აქტიურად მონაწილეობდა "ქართული სათვისტომოს" საქმიანობაში; მოსკოვიდან ხშირად უგზავნიდა ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს კორესოპნდენციებსა და საზოგადო საკითხებზე დაწერილ სტატიებს. აკადემიაში და შემდეგშიც პედაგოგიკის ისტორიაში სპეციალდებოდა, მისი დისერტაციაც დაწერილი იყო თემაზე: "ჯონლოკი ბავშვთა აღზრდის შესახებ". 1882 წელს აკადემია წარმატებით დაამთავრა და წინადადება მისცეს დარჩენილიყო აკადემიაში პროფესორად მოსამზადებლად, მაგრამ მან უარი თქვა აკადემიაში დარჩენაზე, საქართველოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1882 წელს იგი დაინიშნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ახალ სენაკში, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. თავისი უანგარო მუშაობით დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა მოწაფეებში. 1883 წელს იგი გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად. თბილისში მან საზოგადო საქმიანობას მიჰყო ხელი, აგრძელებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების შეკრებას, შესწავლასა და დამუშავებას; თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მთავრობის მოხელეები მას "არასანდო პირად" თვლიდნენ. 1891 წელს იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა რუსული ენის მასწავლებლად. დაიწყო მისი დევნა პოლიტიკურ ნიადაგზე. იგი გადაიყვანეს ჩერნიგოვის გუბერნიაში მასწავლებლად. 

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1885-)

Share: