The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელგუჯა მონიავა

ელგუჯა მონიავა
Date of birth:11 February, 1927
Date of death:2013  (at 85 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენის ფაკულტეტი 1951 წელს.

1954–1957წწ. იყო საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1963წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1963–1977წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977 წლიდან ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, თავისა და ზურგის ტვინის მოქმედების საკვანძო საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თალამური ბირთვების გავლენა თავის ტვინის აქტივობაზე"(მეცნიერება, 1985). მისი ხელმძღვანელობით  დაცულია 6 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2002 წელს მიღებული აქვს "ქ. თბილისის ერთგულების მედალი".

საკანდიდარო დისერტაცია თემა - "ზურგის ტვინის ვაზური და ტონური საკოორდინაციო აპარატების ფუნქციური თავისებურებანი და მათი ურთიერთმოქმედება", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თალამოქერქული ურთიერთმოქმედების შესახებ", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.207; ივანე ბერიტაშვილის ექსერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი: www.lifescience.org.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.297

Member of Organizations

  • ნიუ–იორკის აკადემია(აშშ), ნამდვილი წევრი (1996-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1976-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1990 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია

Share: