The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მოსეშვილი

დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან–ჰიგიენის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956–1958წწ. იყო ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთის საექიმო პუნქტის გამგე; 1958–1960წწ. წყალთბილას სასოფლო საავადმყოფოს გამგე; 1960–1962წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი თერაპიის სპეციალობით; 1962–1972წწ. ვალეს სანიტარული ნაწილის თერაპიული განყოფილების გამგე; 1973–1974წწ. სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი, 1974–1978წწ. რაიონის პოლიკლინიკის გამგე; 1979–1984წწ. რაიონისა და ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია 25–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კუჭ–ნაწლავთა, გულ–სისხლძარღვთა  დაავადებებებს, მედიცინის ისტორიასა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხებს. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: "მესხური სული", "კიდევაც დაიზრდებიან"(თბილისი, 1991), "ხმა მესხეთიდან"(ახალციხე, 1997). რაიონულ გაზეთში დაბეჭდილი აქვს 100–ზე მეტი პუბლიკაცია "ექიმის საუბრები".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეციულ მოქმედებაზე ნაწლავთა რეცეპტორების გაღიზიანების გავლენის შესახებ", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.207; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.42

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: