| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი უთურგაული![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახიელი, ხევსურეთი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი 1867 წელს. იმავე წელს შევიდა სასულიერო სემინარიაში. 1871 წელს ერთ-ერთ მასწავლებელთან მწვავე კონფლიქტის გამო, გარიცხეს; 1871 წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო სკოლაში; 1875 წელს წარჩინებით დაამთავრა სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1875 წელს მოზდოკის საქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა; ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და რევოლუციურ მუშაობას, ამის გამო იგი მოხსნეს თანამდებობიდან და 1878 წელს თბილისში დაბუნდა. აქტიურად თნამშრომლობდა ნიკო ნიკოლაძის "ობზორში" და გაზეთ "დროებაში". უმთავრესად აშუქებდა სწავლა-განათლების საკითხებს, ამავე დროს აგრძელებდა რევოლუციურ-ხალხოსნურ მუშაობას. 1881 წელს იგი დანიშნეს ნახიჭევანის სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებლად; 1884 წელს გადავიდა ხონის საოსტატო სემინარიაში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1897 წელს იძულებული იყო მასწავლებლობისათვის თავი დაენებებინა და საცხოვრებლად თელავში გადასულიყო. წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 1/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, ვ. ქაჯაიას რედაქციით. -თბ., 1953. გვ.-347-350; განმანათლებლობა საქართველოში : იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

