The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ალფაიძე

მანანა ალფაიძე
Date of birth:4 March, 1957  (67 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს.

1986–2006 წწ. რუსთავის მუსიკალური სასწავლებელის პედაგოგი (თეორიული საგნები); 1994-1995 წწ. ტელეკომპანია "რუსთავი–2"–ის მუსიკალური რედაქტორი; 2013 წლიდან დღემდე ქ. თბილისის ა. მიზანდარის სახელობის I ხელოვნების სკოლის პედაგოგი; 2008 წელს დააარსა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ -კულტურათა დიალოგი"; მისი კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები შესრულებულია მუსიკოს შემსრულებებლთა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე: ამიერკავკასიის სტუდენტ კომპოზიტორთა ფესტივალი (1984, სომხეთი), ხელოვნების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი (1989-1990, პოლონეთი), მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალი (1994 ბალვე - გერმანია, 2019 ბარსელონა - ესპანეთი); დაწერილი აქვს: სიმფონიური ტრიპტიქი "მთის ჩანაწერები" (1987, პირველი შესრულება საზ. ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის მიერ), საგუნდო ბალადა ხმისა და ფორტეპიანოსათვის 1986), პიესები კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის (1990), სექსტეტი სასულე საკრავებისათვის; 12 საგუნდო სიმღერა ბავშვებისათვის (1991); "მთიულური მოძახილები "ჰობოისა და კლარნეტისათვის (1991), "სიმღერა რუსთავზე" (1992), 3 მინიატურა ფლეიტა პიკოლოსა და ფორტეპიანოსათვის(1992), ტრიპტიქი კამერული ტრიოსათვის; პიესა ქსილოფონისა ჰობოისათვის; 2 პიესა ვიოლინოსათვის (1992), საბავშვო საფორტეპიანო პიესების კრებული (1992), მუსიკა სპექტაკლებისათვის, საესტრადო სიმღერები, საბავშვო მიუზიკლი "თამუნია მხატვარი" (2001, პირველი შესრულება საბავშვო სტუდია "დიდობანა", რუსთავი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 24

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი

Share: