შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ამონაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოქრაფიული სასწავლებელი 1965 წელს. 1965–1967წწ. სტაჟირება გაიარა ლენინგრადის ვაგანოვას სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1967–1992წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1997–2002წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; შესრულებული აქვს: ჯარჯი(ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), გორდა(დ. თორაძე "გორდა"), ავთანდილი(გრ. კილაძე "სინათლე"), ორფეოსი(გლიუკი–ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე") ჭაბუკი, მხატვარი(ბ. კვერნაძე "ბერიკაობა", "მხატვრის სახელოსნოში"), ზიგფრიდი, რომეო(პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "რომეო და ჯულიეტა"), ფრანცი(დელიბი "კოპელია"), ალბერტი(ადანი "ჟიზელი"), მთავარი პარტია(ბალანჩინი "ჩაიკოვსკის თემა ვარიაციებით"), ჟან დე ბრიენი(გლაზუნოვი "რაიმონდა"), ხოზე(ბიზე "კარმენი"), ყმაწვილი(შოპენი "ვარიაციები მოცარტის თემაზე"), მინიატიურა("ნარცისი"), ზამთარი(ვივალდი "წელიწადის დრონი"); საგასტროლოდ მოგზაურობდა თბილისის საბალეტო დასთან ერთად: სსრკ, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ფილიპინები, ვიეტნამი, ფინეთი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 27 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |