The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ანდრიაძე

Date of birth:12 December, 1929  (94 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია 1949 წელს.

1949 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორი, 1950 წლიდან საბალეტო დასის წევრი, ჯერ როგორც კორდებალეტის მოცეკვავე, 1952 წლიდან კი სოლისტი; 1975–1998წწ. იყო თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამეჯლისო ცეკვების პედაგოგი; შესრულებული აქვს: სოლო(გრ. კილაძე "სინათლე"), ხალიფა(დ. თორაძე "გორდა"), სოლო(ს. ცინცაძე "დემონი"), როდრიგო(ა. მაჭავარიანი "ოტელო"), კომანდორი(კრეინი "ლაურენსია"), სოლო, მაზურკა, როტბარდი(პ. ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), გირეი(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), გრაფის მეგობარი(ადანი "ჟიზელი"), აიბოლიტი(მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი"), ორეული, გამაში(მინკუსი "დონ კიხოტი"); გასტროლებით იმოგზაურა: ავსტრია(1958), უნგრეთი, საფრანგეთი(1966), პოლონეთი(1969), ფინეთი(1984), ესპანეთი, იტალია(1992), ჩინეთი(2001).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 29; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.104

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: