Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იან მურატიდი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის პედიატრიის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1954–1957წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა ამავე ინსტიტუტის ფაკულტატური პედიატრიის კათედრაზე; 1957–1965წწ. იყო ამავე კათედრის დოცენტი; 1965–1971წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ბავშვთა ინფექციურ განყოფილების ხელმძღვანელი; 1971–1991წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დოცენტი, რესპუბლიკის ბავშვთა მთავარი ინფექციონისტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ბროშურა, სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა რესპუბლიკის სტაციონარების შემოწმებას, სიკვდილიანობისა და ავადობის ანალიზს. სამინისტროს დავალებით აწყობდა რაიონებში გასვლებს, მძიმე ავადმყოფ ბავშვებთან. ჰქონდა გამოსვლები მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით. პედიატრ–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეინების და ალბუმინების ფრაქციის ცვლილებები თირკმლის დაავადებების დროს ბავშვებში", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.209 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |