შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იან მურატიდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის პედიატრიის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1954–1957წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა ამავე ინსტიტუტის ფაკულტატური პედიატრიის კათედრაზე; 1957–1965წწ. იყო ამავე კათედრის დოცენტი; 1965–1971წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ბავშვთა ინფექციურ განყოფილების ხელმძღვანელი; 1971–1991წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დოცენტი, რესპუბლიკის ბავშვთა მთავარი ინფექციონისტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ბროშურა, სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა რესპუბლიკის სტაციონარების შემოწმებას, სიკვდილიანობისა და ავადობის ანალიზს. სამინისტროს დავალებით აწყობდა რაიონებში გასვლებს, მძიმე ავადმყოფ ბავშვებთან. ჰქონდა გამოსვლები მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით. პედიატრ–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეინების და ალბუმინების ფრაქციის ცვლილებები თირკმლის დაავადებების დროს ბავშვებში", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.209 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |