შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა მშვენიერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1956 წელს. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, როგორც კურორტოლოგია-ფიზიოთერაპიის კათედრაზე, ასევე პედიატრიული ფაკულტეტის პარტიული ბიუროს მდივნად; ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჰიგიენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; საქართველოს რესპუბლიკური გაერთიანება "სანავიოს", საერთაშორისო ორგანიზაცია "ცოდნის" და სამკურნალო კურორტების კონსულტანტად; იყო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი; 1994 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალ "მკურნალი"-ს მთავარი რედაქტორი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები - ("სიტყვის ძალა", "სურამი", "მკურნალობა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე" და სხვა). შოთა მშვენიერაძე 1960-იანი წლებიდან აწარმოებდა რეგისტრირებულ კერძო სამედიცინო პრაქტიკას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს კურორტების განვითარებაში. ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.210 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |