შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არაშენდა, გურჯაანის რაიონი. 1924 წლის აჯანყების მარცხის შემდეგ ის ემიგრაციაში წავიდა და დამკვიდრდა გერმანიაში, ქ. მიუნხენში; მან აქვე მიიღო მუსიკალური განათლება; XX საუკუნის I ნახევარში გერმანიაში გამოიცა ეგრეთწოდებული 5 წუთიანი გრამფირფიტა, რომლის ორივე მხარეს ჩაწერილი იყო იოანე ანდრონიკაშვილის მიერ შესრულებული ორი ნაწარმოები: ი. ს. ბახი, არია N147 კანტატიდან და დ. სკარლატი, e-moll სონატა; ეს არის საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველი პიანისტის შესრულების გრამფირფიტის ჩანაწერის პირველი ნიმუში; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 30
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |