The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი მუხაძე

მერი მუხაძე
Date of birth:10 August, 1918
Date of death:2005  (at 86 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1938 წელს.

1938–1942წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტი, ასისტენტი; 1942–1988წწ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989–1995წწ. მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან ამავე ინსტიტუტის კონსულტანტი. ავტორია 195 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს სხვადასხვა დაწესებულებიდან ექიმ–ლაბორანტთა კვალიფიკაციის ამაღლებას. მიკრობიოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონსერვირებული სისხლის, პლაზმისა და შრატის ბაქტერიოლოგიური შეფასება", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიელომური დაავადების სხვადასხვა ფორმის შედარებითი შეფასება ლაბორატორიული და კლინიკური მონაცემების საფუძველზე", 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.211

Member of Organizations

  • ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ორგანიზაცია, წევრი

Awards and Honors

  • 1946 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1946 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: