Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარგარიტა ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: თურქეთი. დაამთავრა პეტერბურგის ქიმიური ინსტიტუტი 1899 წელს, პარიზის კერძო მუსიკალური სკოლა 1902 წელს(პიანისტ-შემსრულებლის დიპლომით). 1903 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და კონცერტმაისტერი; 1911–1917წწ. თბილისის ფილარმონიული საზოგადოების მუსიაკლური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1917–1919წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და სოლო სიმღერის კლასის კონცერტმაისტერი; 1929 წელს თბილისის ოპერის მომღერლებისგან დააარსა I ეგრეთწოდებული "რევოლუციური ვოკალური კვარტეტი", რომელიც კონცერტებს მართავდა კლუბებსა და ფაბრიკა–ქარხნებში; ფრანგულიდან თარგმნიდა საოპერო ლიბრეტოებს; თანამშრომლობდა მომღერლებთან: დ. ანდღულაძე, სოხაძე, ბადრიძე, პ. ამირანაშვილი, ნ. ცომაია, ზ. სვანიძე; ბეთჰოვენის დაბადებიდან 100 წლისთავის საიუბილეო კონცერტისათვის მოამზადა N9 სიმფონია(გერმანულ ენაზე); სსრკ პირველი ჰიდროელექტროსადგურის საზეიმო გახსნის ცერემონიალისთვის მოამზადა ზ. ფალიაშვილის კანტატა "ზაჰესს"; დადგმისათვის მოამზადა მრავალი ქართული ოპერა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 31 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |