შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიუდმილა მჭედლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვილნიუსი(ლიტვა). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1976წწ. იყო ლენინგრადის რაიონის ეპიდემიოლოგი, 1976–1992წწ. სალმონელოზური ინფექციური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან განსაკუთრებით საშიში ინფექციების სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰოსპიტალურ ინფექციებს(სალმონელოზი, სიგელოზური, ნახშირწყლების არამაფერმენტებელი გრამ–ბაქტერიები). ეპიდემიოლოგი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არამაფერმენტებელი გრამუარყოფითი ბაქტერიების როლი ადამიანის პათოლოგიაში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.214 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |