The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო მხეიძე

ოფიციალური სახელი:ფარნაოზ მხეიძე
დაბადების თარიღი:1909  (116 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.

1931–1932წწ. იყო სოფელ ფოცხოს საექიმო პუნქტის გამგე; 1932 წელს ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის შტატგარეშე ორდინატორი; 1932–1934წწ. სოფელ შუა ხორგის საექიმო პუნქტის გამგე; 1934–1941წწ. ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის ორდინატორი; 1941–1987წწ. ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1987 წლიდან იყო ამავე განყოფილების კონსულტანტი. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ფილტვის ტუბერკულოზისა და სხვა პათოლოგიის ქირურგიული მკურნალობის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 18 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლის ლიმფური სადინარები და მათი მნიშვნელობა კლინიკისათვის", დაიცვა 1945 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.214;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.203

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ფტიზიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1974-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1986 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1957 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1954 - შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: