Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ნადარეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1970 წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარული ნაწილის ექიმ-ორდინატორად; 1971–1972 წწ. გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს უროლოგად; 1972-1974 წწ. მოსკოვის ს. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი იყო, კლინიკის ექიმ-უროლოგი; 1981-1985 წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკათაშორისი ულტრაბგერითი გამოკვლევების განყოფილების ექიმი; 1985-1991 წწ. ინსტიტუტის უროლოგიური კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1990–1998 წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არის კლინიკური მედიცინის სამეცმნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თირკმლის დაავადებათა კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მისი კვლევების ძირითადი მიმართულებებია: თირკმლის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა. უროლოგი, სამედიცინო რადიოლოგი და რენტგენოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონტრალატერალური თირკმლის ცვლილებები ცალმხრივი მწვავე ოკლუზიური პიელონეფრიტის დროს", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური სხივური დიაგნოსტიკა თირკმლის კიბოს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.216; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.181; აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი: facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.275 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |