The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე დოდაშვილი

Legal name:კონსტანტინე დოდაშვილი
Other name:ბალთაზარი  (Pseudonym)
Date of birth:18??
Date of death:November, 1919
Burial location:ქ. თბილისი
Category:Linguist, Literary scholar, Translator, Explorer, Publicist, Journalist

Biography

მოღვაწეობდა XIX საუკუნის 80–იან და XX საუკუნის 10–იან წლებში; ავტორია გრამატიკისა და ქართული ლექსთწყობის საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წერილისა ("საგრამატიკო ესკიზი, ზოგიერთი მოსაზრებანი ზმნაზე და ზმნის გამო", "ქართული ლექსწყობა", "საგრამატიკო კვლევა", "ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევა-ძიებისა"), რომლებიც იბეჭდებოდა "ივერიაში", "კვალსა" და "მოამბეში"; მას ეკუთვნის უღვლილებაში ფორმათა წარმოების მიხედვით ზმნების დაჯგუფების პირველი მცდელობა, ქართული გრამატიკების მიხედვით მანვე დაწვრილებით გააანალიზა ამ საკითხის ისტორია; შეადგინა ქართული ენის თანხმოვანთა კლასიფიკაციის ცხრილი, ქართული ბგერების ქართული და რუსული სატრანსკრიფციო ნიშნები; იგი ასევე ეხება სალიტერატურო ქართულის სიწმინდის საკითხებსაც; ქართველურ (ივერიულ) ენათა გენეტიკური ურთიერთობის კვლევა მას წინა აზიის მკვდარ და ცოცხალ კავკასიურ ენებთან კავშირში ესახებოდა; მან დაასაბუთა ქართული ლექსთწყობის სილაბურ-ტონურობა, განსაზღვრა ქართული პროსოდიის თავისებურებანი და სწორად მიუთითა მისი აქცენტუაციის სპეციალურ ხასიათზე; იგი კარგად იცნობდა თავისი დროის ენათმეცნიერების ნაშრომებს; იყო პოლიგლოტ-ლინგვისტი, კვლევისას იყენებდა როგორც ქართველურ, ისე ევროპული ენების, ასევე ძველ ბერძნულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ მასალებს. სოლომონ დოდაშვილის შვილიშვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.465; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.876


Share: