Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ოთხკლასიანი ქალთა სასწავლებელი. 1870 წელს დააფუძნა "ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოება", რომლის მიზანსაც ახალციხეში ქართველი ქალებისთვის უფასო სასწავლებლის გახსნა, ასევე მათთვის ხელსაქმის სწავლება წარმოადგენდა. თავდაპირველად პედაგოგიურ საქმიანობას თავადაც ეწეოდა. ახალციხის ქალთა უფასო სკოლის დაფუძნებას, სადაც ძირითადად შეჭირვებულები სწავლობდნენ, იაკობ გოგებაშვილმა "ცისკრის ამოსვლა" უწოდა. 1875 წელს დროებით ქუთაისში გადასახლდა და იქაც ენერგიულად განაგრძობდა საზოგადოებრივ საქმიანობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზრუნვა ღარიბ მოსწავლეთა ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად; 1885 წელს ისევ დაბრუნდა ახალციხეში საცხოვრებლად და გარდაცვალებამდე ზრუნავდა მის მიერ დაარსებულ სკოლაზე; მონაწილეობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების "ახალციხის განყოფილების" დაარსებაში. იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ღოღობერიძის და, ახალციხის მაზრის სამხედრო უწყების მოხელე-გენერლის გ. მუსხელიშვილის მეუღლე. ქველმოქმედი. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |