The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო ნადარეიშვილი

Date of birth:5 August, 1936  (88 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი 1958 წელს.

1961–1980წწ. იყო  სანკტ–პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის კუპრიანოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკისა და კათედრის ასპირანტი, ასისტენტი, უფროსი ასისტენტი; თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიული განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომისა ზოგადი კარდიოქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ღია არტერიული სადინარის გართულებული და ატიპიური კლინიკური ფორმები"(თბილისი, 1988), "რენოვასკულარული ჰიპერტონია"(თბილისი, 1999). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია.კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის არაპარაზიტული კისტები", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღია არტერიული სადინარის გართულებული და ატიპიური კლინიკური ფორმები(ჰემოდინამიკის, დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის თავისებურება", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.216

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: