The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ყაუხჩიშვილი

მარიამ ყაუხჩიშვილი
Date of birth:1866
Date of death:1939  (at 73 years)
Burial location:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1886 წელს დაამთავრა ქუთაისის წმიდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ყველა საგნის მასწავლებლად დაინიშნა კათოლიკეთა პირველდაწყებით სკოლაში, სადაც 1892 წლამდე მუშაობდა; 1892 წელს იგი მიიწვიეს პირველი საჩვენებელი საბავშვო ბაღის მასწავლებლად; 1895 წელს პეტერბურგში გაემგზავრა ფრებელის სისტემით მომუშვე საბავშვო ბაღების მუშაობის გასაცნობად; 1896 წელს ჟენევის პედაგოგიურ კურსებზე შევიდა და საფუძვლიანად დაეუფლა საბავშვო ბაღებისა და საშუალო სკოლების სტრუქტურას, მუშაობის შინაარსსა და მეთოდებს; 1899 წელს სამშობლოში დაბრუნდა და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, იგი ლიდია ანჯაფარიძემ თავის კერძო სასწავლებელში მასწავლებლად მიიწვია; 1903 წელს გახსნა კერძო ოთხკლასიანი პროგიმნაზია პროფესიონალური განყოფილებით, რომელიც უუფლებო სასწავლებლად ითვლებოდა. პროგიმნაზია იზიდავდა ღარიბი მოსახლეობის შვილებს. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უფლება ეძლეოდა სწავლა გაეგრძელებინა მთვრობის გიმნაზიაში. 1908 წელს სასწავლებელში მე-5 კლასი გახსნა, შემდეგ თანდათანობით თითო კლასი ემატებოდა და სრული გიმნაზიიის კლასების დაკომპლექტების შემდეგ მან შუამდგომლობით მთავრობას მიმართა გიმნაზიის გახსნის ნებართვისათვის. 1913 წელს სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. 1909 წელს ქუთისის საადგილ-მამულო ბანკის სესხი აიღო და სასწავლებლისთვის შენობა შეიძინა მოზრდილი ხეხილის ბაღით. მის გიმნაზიაში სასწავლო-აღმზრდელობით საქმე მაღალ დონეზე იყო დაყენებული. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მისი კერძო სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა არასრული საშუალო სკოლა. ნახევარი საუკუნე ემსახურა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს - სკოლას, საზოგადოებას, უფასოდ ასწავლიდა საკვირაო სკოლაში წლების მანძილზე.

წყარო:განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

Share: