The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ნადირაძე

ირაკლი ნადირაძე
Date of birth:3 April, 1951  (73 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1977წწ. იყო სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის სხივური თერაპიის განყოფილების ორდინატორი; 1977–1985წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკო–აბდომინური განყოფილებისა და ფილტვის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, 1985 წლიდან რბილი ქსოვილებისა და ძვლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, თრომბოჰემორაგიულ სინდრომს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "Тромбогеморрагический синдром"("საბჭოთა საქართველო", 1988), "Синдром Мачабели в онкологии"("განათლება", 1998), სახელმძღვანელო – "ზოგადი ონკოლოგია"(1996), "Sos Brokerinternational". ეკუთვნის  9 რაციონალიზატორული წინადადება, 6 მეთოდური რეკომენდაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. ჟურნალ "საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის მაცნეს" მთავარი რედაქტორი; ონკოლოგ–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოაგულაციურ–ლაზისური სისტემის დარღვევების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა რადიკალური ოპერაციების დროს ონკოლოგიურ ავადმყოფებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.217

Member of Organizations

  • საქართველოს სამხედრო–სამედიცინო აკადემია, პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 1999 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography

  • ქიმიოთერაპიის მოლოდინში... : "სამახსოვრო" ონკოლოგიური პაციენტებისათვის, რომელთაც დანიშნული აქვთ ქიმიოთერაპია/ (Author). - თბილისი, საქ. სამხ.-სამედ. აკად., ავსტრიის ფარმაცევტ. ფირმა "Ebewe" , 2010. - 44გვ.. - ISBN: 978-9941-0-2239-5
  • ონკოდერმატოლოგია : სახელმძღვ. (Author). - თბილისი, საზოგადოება ცოდნა, 2009. - 98გვ.. - ISBN: 978-9941-0-1247-1
  • მასტოპათია (Author). - თბილისი, ხირონი, 2008. - 87გვ.
  • ზოგადი ონკოლოგია (Author). - თბილისი, სახელმძღვ. უმაღ. სამედ. სასწ. სტუდ., 1996. - 134გვ.. - ISBN: 5-505-02064-X

Share: