Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ნაზარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენის ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1954წწ. იყო ზოგადი ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1957–1959წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტი; 1964–1965წწ. სამედიცინო აკადემიის უროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1985წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე, 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის უროდინამიკის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ზემო და ქვემო საშარდე გზების უროდინამიკის ცვლილებებს სხვადასხვა უროლოგიურ დაავადებათა დროს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "თირკმელებისა და შარდსაწვეთის ფუნქცია უროსტაზის დროს"(გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1979). მისი ხელმძრვანელობით დაცულია 9 სადისერტაციო ნაშრომი. აქვს ორი საავტორო მოწმობა და პატენტი. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლის ბიოელექტრული აქტივობა", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელებისა და შარდსაწვეთების ფუნქციური მდგომარეობა მექანიკური აუროსტაზის დროს", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.217; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.341 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |