შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზევინარ ნასარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. სწავლობდა უკრაინის ფრანკოვსკის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1969–74), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს. 1975–1981წწ. მუშაობდა თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის III კლინიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში; 1981 წლიდან უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის უროგინეკოლოგიური დაავადებებისა და ორსულობის პერიოდში უროლოგიური გართულებების დიაგნოსტიკისა და პროგნოზირების პრობლემებზე. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობის დროს პლაცენტის ლოკალიზაციის გავლენა ზემო საშარდე გზებში ობსტრუქციული ცვლილებების განვითარებაზე", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.219 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |