| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო ნაფეტვარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს; თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ასპირანტურა კარდიოლოგიაში 1974 წელს. 1972-1976წწ. იყო ბოლნისის რაიონული საავადმყოფოს ექიმი; 1976-1979წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაირა ორდინატურა, 1979-1994წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის და ინფარქტის განყოფილების ექიმი. 1994-2004წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი კარდიოლოგი; 2004-2013წწ. აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი კარდიოლოგი; 2013 წლიდან კარდიოქირურგიული კლინიკა "ღია გულის" ექიმი კარდიოლოგი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის ინფარქტის პრობლემებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროენდოკრინული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.220; ღია გული - საუნივერსიტეტო კლინიკა: openheart.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

